გიორგი კანდელაკი კულტურის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:04 | 14.04.2016
ნანახია: 1535

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი კულტურის სამინისტროში მიმდინარე კორუფციულ ფატქებზე საუბრობს.

„გვსურს საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში, კერზოდ კულტურის სამინისტროში მიმდინარე კორუფციული ფაქტების შესახებ. სამწუხაროდ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემთავი საზოგადოებას არა მხოლოდ მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს, საყდრისის კორუფციული გარიგების გზით აფეთქებით დაამახსოვრა. კულტურის მინისტრად დანიშვნასთან ერთად ბატონ გიორგაძეს რომელიც ფირმა „ისთერნ ფრომოუშენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, გაუჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. ეს ფირმა ადრეც ერთ-ერთი წამყვანი იყო, მაგრამ მის გაინისტრებასთან ერთად ფაქტია რომ ამ ფირმას და მასთან აფილირებულ ადამიანებს სახელმწიფო დაფინანსება რეალურად გაეზარდათ.

მოგეხსენებათ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წინასაარჩევნოდ კონცერტების სერიის გასამართად, მათ შორის ოთხი ცნობილი არტისტის ჩამოსაყვანად გამოიყო 29 მილიონი ლარი. დოკუმენტების შესწავლით ირკვევა რომ იმ ოთხი არტისტის საბაზრო ღირებულება რომელთა საქართველოში ჩამოყვანა კამპანია „ჩექინ.ჯი-ს“ ფარგლებშია დაგეგმილი რეალურად 10 მილიონ ლარს არ სცდება (რობინ უილიამსი, ეროს რამაზოტი, ხოსე კარერასი და მარუნ ფაიბი). კულტურის სამინისტროს მიერ შარშან გაწეული მსგავსი ხარჯების გამოცდილება გვაფიქრებინებს რომ წელსაც ამ პროგრამის ადმინისტრირებისთვის კომპანიების შერჩევა მოხდება გაუმჭვირვალე, ხშირად კი კორუფციული გზით.

პროექტ „ჩექინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი არის სამინისტროს სიპების ხელმძღვანელი დავით მენაბდე რომელიც ამავე დროს „ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებელიცაა. მისი სიძე ირაკლი შენგელია კომპანია „ვიზარდ ივენთის“ დამფუძნებელია რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მართავს. მისივე მეჯვარე და „ვიზარდ ჯორჯიას“ მენეჯერი ვაჟა ხაჩიძე კი კომპანია „თიქეთ ჯორჯიას“ დამფუძნებელია რომელიც ყველა ამ კონცერტზე ბილეთებსაც გაყიდის და მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

საზოგადოებას ახსოვს რომ წინა წლებში მსგავსი ღონისძიებებისთვის გაწეულ ხარჯს ქართული ოცნების მთავრობა არამიზნობრივადაცხადებდა. თუმცა 2012 წელს ტურიზმი გაიზარდა 40%-ით მაშინ როცა ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებში ტურიზმის ზრდაში რეალური სტაგნაცია გვაქვს. პრობლემაა არა კულტურული

ღონისძიებების გამართვა არამედ მათზე სახელმწიფო სახსრების ხარჯვა გაუმჭვირვალე კორუფციული სქემებით რომელთა გამოყენებითაც ხეირობენ ამ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხეელები“, - აცხადევს კანდელაკი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე