ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას მხარს უჭერს

საქართველო, თბილისი - 11:12 | 14.04.2016
ნანახია: 1276

სოციალისტების ჯგუფის საგარეო კოორდინატორის რიჩარდ ჰაუიტის განცხადებით,   საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიღწევის ძლიერი სურვილი აქვს. ევროპარლამენტს კი, მათ შორის სოციალ-დემოკრატების ჯგუფს, სურთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.  „საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ამ კვირაში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოვლენების დაჩქარებაში დავეხმაროთ“ - აღნიშნა რიჩარდ ჰაუიტმა. ის მიესალმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების  იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო აახლოებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში იმყოფება, სადაც ის ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.  დისკუსიების მთავარი თემებია საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელება და ამ პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე