მეცნიერებმა ლოხნესის ტბის ფსკერზე ცნობილ ურჩხულს მიაგნეს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 14.04.2016
ნანახია: 3954

მეცნიერებმა ლოხნესის ტბის ფსკერზე მონსტრი აღმოაჩინეს. თუმცა ის მხოლოდ  ბუტაფორიული ურჩხულის ნარჩენები აღმოჩნდა კინოფილმიდან.
”ჩვენ ვიპოვეთ მონსტრი, მაგრამ ეს ის არ არის, რომლის პოვნასაც ბევრი ელოდა”, - განუცხადა მკვლევარმა ადრიან შაინმა ბი ბი სის.
მეცნიერებმა შოტლანდიის ტბის ფსკერი წყალქვეშა აპარატის დახმარებით გამოიკვლიეს. რობოტმა დინოზავრის მოდელის ფოტოები გადაიღო. ის 1960-იან წლებში ფილმისთვის ”შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება” შეიქმნა და გადაღებებისას წაყლში ჩაიძირა.

გადაღების დროს რეჟისორმა ბილი უაილდერმა დინოზავრის ზურგიდან ორი კუზის ამოჭრა მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ მათ გარეშე ”ურჩხულს” წყალზე გაჩერება არ შეეძლო და ფსკერისკენ დაეშვა.

ლოხნესელ ურჩხულზე უკვე ბევრი რამ დაწერილა და ის მართლაც ერთ-ერთი ყველაზე “ცნობილი” ურჩხულია . როგორც ამტკიცბენ ,  ის შოტლანდიის ტბასთან ლოხ ნესთან ცხოვრობს . ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით,  ის მრავალჯერ იხილეს, ნესი უზარმაზარი ცხოველია გველის თავითა და კისრით, ასევე სამი კუზით მსხვილ ტანზე .

დღემდე დაობენ, ურჩხული ნესი რეალური არსებაა თუ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი. მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, შოტლანდიელები ამ ლეგენდის მეშვეობით დიდძალ მოგებას ნახულობენ. მილიონობით დოლარი შედის ტურისტებისაგან, რომლებიც ნესის გამო შოტლანდიაში ყოველწლიურად ჩადიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე