მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს ყელი გამოჭრა - შემთხვევა ვარკეთილში

საქართველო, თბილისი - 00:53 | 14.04.2016
ნანახია: 1667

ვარკეთილში ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. შემთხვევა ვარკეთილის მესამე მასივში დღეს საღამოს მოხდა. 35 წლის ქალბატონს ქმარმა ეზოში ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და საპატრულო პოლიციის მისვლას ადგილზე დაელოდა.

მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: Frontnews





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე