მკვლელობა თბილისში - გარდაცვლილია ორი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 20:29 | 13.04.2016
ნანახია: 2639

მკვლელობა მოხდა თბილისში - გავრცელებული ინფორმაციით ქვემო ფონიჭალაში ავტოსადგომზე სამ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე