ელენე ხოშტარია: არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლებო პარტიას ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდეს

საქართველო, თბილისი - 15:25 | 13.04.2016
ნანახია: 1376

არ ყოფილა ასეთი შემთხვევა რომ სახელისუფლებო პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი - ასე აფასებს ექსპერტი ელენე ხოშტარია NDI-ს კვლევის შედეგს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებას სამომავლო გეგმების შესახებ მკაფიო სურათი დაანახონ.

ხოშტარიას თქმით, ეს არის ფაქტიურად უარის თქმა და სრული პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ.

"მემგონი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელისუფლებო პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი. ეს არის ფაქტიურად უარის თქმა, სრული პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ახლა არის სწორედ იმის დრო, რომ ამ გადაუწყვეტელებს მკაფიო სურათი ჰქონდეთ, თუ რას აპირებენ ეს ოპოზიცური პარტიები იმისთვის, რომ მთავრობის კრახის ფონზე რას შესთავაზებენ საზოგადოებას“, - აღნიშნა ხოშტარიამ.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე