U2-ს სოლისტი ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად კრის როკს, საშა ბარონ კოენსა და ემი შუმერს აგზავნის

საქართველო, თბილისი - 13:40 | 13.04.2016
ნანახია: 1724

”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ არა ავიადარტყმებით, არამედ სიცილით  ბრძოლაა საჭირო. შესაბამისი მოსაზრება  U2-ს სოლისტმა  ბონომ ამერიკის სენატორების წინაშე გამოსვლისას გამოთქვა.

როგორც The Guardian-ი წერს, ირლანდიელი მუსიკოსი ამერიკის სენატის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და მათ ტერორისტებთან ბრძოლაში კომიკოსი მსახიობების კრის როკის, საშა ბარონ კოენისა და ემი შუმერის მონაწილეობის იდეა შესთავაზა.  

”ნუ იცინით, ვფიქრობ, კომიკოსები უნდა ჩავრთოთ. როდესაც ძალადობას იყენებ, შენც მათ ენაზე ლაპარაკობ, მაგრამ როდესაც იცინი მათზე, ეს ანადგურებს მათ ძალაუფლებას. ამიტომ ვთავაზობ სენატს, გაგზავნოს კრის როკი, საშა ბარონ კოენი და ემი შუმერი”- მიმართა სენატორებს ბონომ და დაარწმუნა რომ სრულიად სერიოზულად საუბრობდა.

შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო მიგრანტების კრიზისზე, ბონომ აღნიშნა, რომ ლტოლვილების დახმარება ქველმოქმედება არ არის, ეს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ”შესაძლოა ეს საუკეთესო თავდაცვა იყოს სისხლისმღვრელი ექსტრემიზმისგან,”- აღნიშნა მომღერალმა.

ბონო ცნობილია თავისი პოლიტიკური პოზიციებით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე