2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:32 | 13.04.2016
ნანახია: 1266

2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 13-ვე ბაღი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე