მალე აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთება დაიწყება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 13.04.2016
ნანახია: 1556

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე. ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს,  მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე,  მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები და სამუშაოები შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც,“- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით, გზების კაპიტალური და აღდგენითი შეკეთება მიმდინარეობს 11 მისამართზე. კეთდება გლდანის რაიონში ყაზბეგის ქუჩა, ჩუღურეთში ჯავახიშვილისა და ჩიტაიას ქუჩები, ასევე, ამავე რაიონში კაპიტალურად კეთდება ჩეჩელაშვილის ქუჩა, მიმდინარეობს სამუშაოები კრწანისის რაიონში და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე