29 აპრილიდან ბათუმსა და სოჭს შორის ჩქაროსნული სამგზავრო გემი ივლის

საქართველო, თბილისი - 11:20 | 13.04.2016
ნანახია: 1190

29 აპრილიდან ბათუმსა და სოჭს შორის ჩქაროსნული სამგზავრო გემი ივლის. „გადაზიდვებს ქართული სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. და უკვე 29 აპრილიდან ბათუმსა და სოჭს შორის ჩქაროსნული სამგზავრო გემი „კომეტა“ იმოძრავებს“ ნათქვამია სოჭის პორტის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მგზავრობის ხანგრძლივობა 5-6 საათია. რეისი კვირაში ორჯერ: სამშაბათობით და ხუთშაბათობით განხორციელდება. მგზავრობის ტარიფი ამ დროისათვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე