თბილისში ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა იწყება
საქართველო, თბილისი - 11:09 | 13.04.2016 ნანახია: 147023 მაისს, თბილისში საფუძველი ჩაეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას. ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტის დაფინანსებას მთლიანად ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ".
ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. პარალელურად (ინსტიტუტის მაგისტრებთან და დოქტორანტებთან ერთად) შეიქმნება თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზა ფუნდამენტური მეცნიერებებისათვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად.
ინსტიტუტს ექნება გამოყენებითი მნიშვნელობაც, რაც ეფუძნება მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მეთოდს - სიმსივნის ადრონულ თერაპიას. ამ თვალსაზრისით ტექნოლოგიური ინსტიტუტი კომპლექსური ხასიათისაა და მას თანამედროვე მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება აქვს. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს საქართველოსთვის იგივე დატვირთვა ექნება, როგორც CNAO-ს (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) INFN-ს (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) იტალიისთვის და CERN-ს (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი) ევროპისთვის.
საქართველოს მთავრობამ ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN, CNAO და INFN -თან.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორია დოქტორი თეიმურაზ ლომთაძე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორის ურთიერთთანამშრომლობაში აქტიურად არის ჩართული იტალიის საელჩო საქართველოში.
პარალელურად, ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში გამართავს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებას, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, გერმანიის, იაპონიის კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი. იგეგმება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, სტუდენტებთან და სამეცნიერო წრეებთან. ჩატარდება ლექციები ფიზიკის და მათიმატიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა