სააკაშვილი: როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ

საქართველო, თბილისი - 10:27 | 13.04.2016
ნანახია: 1324

ქვეყანა ჩიხში შევიდა, მას მართავს ის, ვინც პორნოკრატია დაამკვიდრა, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

 “რა გითხრათ, რით გაგახაროთ? მე ჩემს ქვეყანაში პრობლემები შემიქმნეს და ამიტომ  იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა საქართველო. თუმცა, ჩემი გული დღემდე საქართველოსთვის ძგერს. მოვლენებს, რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებ. როგორც ჩემმა ჯონ მაკკეინმა თქვა, არჩევნებს აქვს ფასი. 2012 წელს მე ვსვამდი კითხვას ხალხში, ცხოვრობდნენ თუ არა უკეთესად ვიდრე ადრე და ხალხის პასუხი ყოველთვის ერთხმად იყო დიახ. ახლა ხალხმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: ვცხოვრობთ თუ არა უკეთესად 2016-ში ვიდრე ვცხოვრობდით 2012-ში? ალბათ ნახეთ რაღაც გამოკითხვები, ამაზე მგონი დღეს პასუხი გაცემულია, როდესაც ასე სცემ პასუხს, შესაბამისად უნდა მისცე ხმა. იმის მაგივრად, რომ ხალხს მისცენ შვილების გამოკვების საშუალება, კეთილდღეობა, დახარჯეს მილიარდები სხვადასხვა თემებზე და საბოლოო ჯამში ქვეყანა აღოჩნდა ჩიხში, რადგან ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია. რომ ვუსმენ ქართულ ნიუსებს, გული მისკდება. ყოველდღე არის თემები, რა ახალი ვიდეოები დაიდო. ჩემს დროს გაგიგიათ ეს? რომ ვინმეს უფიქრია, რომ მისი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოვიდა გარეთ? ჩვენ დროს თემა იყო რომ გავხსენით უნივესიტეტი, დავასაქმეთ ხალხი, ეხლა თემაა ეს ვიდეოები, შესაბამისად, როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ, რა გიკვირთ”, - განაცხადა  სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე