ჩინეთსა და ფილიპინებში ტაიფუნმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 05.10.2015
ნანახია: 2158

ტაიფუნმა ”მუჩჟიგემ” ჩრდილოეთ ფილიპინებსა და სამხრეთ ჩინეთში 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS ორივე ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

გუანდუნისა და ჰაინანის პროვინციევის ათობით ჩინელი მეთევზე უგზოუკვლოდაა მიჩნეული. ასვე დაკარგულია კავშირი 200 ფილიპინელ მეთვზესთან.

”მუჩჟიგე” 22-ე ტაიფუნია, რომელიც რეგიონს ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავს დაატყდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით200 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა და ყველა ავაირეისი გააუქმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე