ხარისხიანი სათესლე მასალები - უკეთესი წარმოებისთვის
საქართველო, თბილისი - 15:26 | 12.04.2016 ნანახია: 1554სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ახალ ლაბორატორიაში, რომელიც სოფელ წილკანში მდებარეობს, ხორბლისა და სხვა სათესლე მასალების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
,,ლაბორატორია თავისი ახალი აღჭურვილობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებისთვის. მას ასევე მაღალი ღირებულება აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და საქართველოში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სათესლე მასალა’’ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსმა ნოდარ ხატიაშვილმა.
სათესლე მასალის კვლევითი ლაბორატორიის რეაბილიტაცია და შესაბამისი აღჭურვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია FAO-ს პროექტის, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებაში ეხმარება. ეს სისტემა განიხილება, როგორც ერთ-ერთ ძირითადი საყრდენი და ხელშემწყობი ფაქტორი, თესლის წარმოების გაზრდისა და, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გააუმჯობესების კუთხით.
თესლის სერტიფიცირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თესლის შესახებ კანონის სრულყოფაზეც მუშაობენ. კანონპროექტი მზადაა და საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება დასამტკიცებლად.
თესლის სერტიფიცირების სისტემის მხარდასაჭერად, FAO-ს ინიციატივით არაერთი ღონისძიება განხორციელდა: ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის პროგრამა თესლის მწარმოებლებისთვის, ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, სასწავლო ტურები გიუმრის სანაშენე ინსტიტუტსა და ანკარაში.
,,FAO-ს ტექნიკური დახმარების პროექტის მთავარი მიზანია, თესლის სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობით, საქართველოში სათესლე მასალების წარმოების მდგრადი განვითარება’’ - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა. ,,მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული თესლის გამოყენება წარმოების განვითარებას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის ზრდას“.
პროექტი 2016 წლის აპრილში პრაქტიკული ტრენინგით დასრულდება. FAO-ს ექსპერტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს თესლის ტესტირების უახლეს მეთოდებს შეასწავლიან. პროექტს ავსტრიის მთავრობა აფინანსებს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა