თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის ექსპერტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:05 | 12.04.2016
ნანახია: 1351

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების  ევროპული კომისიისა და საპროექტო ჯგუფის ექსპერტებს გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რისკების შეფასების და ადრეული გაფრთხილებისთვის თემატური საექსპერტო დასკვნის ანგარიში განიხილეს.

საექსპერტო დასკვნა წარმოადგენს სახელმძღვანელო მექანიზმს სახელმწიფოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მენეჯმენტის კონტროლისთვის. ევროკავშირის საექსპერტო დასკვნების პროგრამა მიზნად ისახავს, წარმატებული პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობას ქვეყნებს შორის და დამატებითი ეფექტური პრაქტიკის დანერგვას.

აღნიშნული ანგარიში მიმართულია ჰიდრო-მეტეოროლოგიური და გეოლოგიურ საშიშროებებზე საქართველოში.

საექსპერტო დასკვნები ხელს შეუწყობენ   პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების  გაღრმავებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში.                                                                                                                                                                                                  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე