თარხან გასვიანს პროკურატიურაში კითხავენ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.04.2016
ნანახია: 1597

თარხან გასვიანს პროკურატიურის თანამშრომლები ამ წუთებში კითხავენ. ”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის თარხან გასვიანის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ. 

”პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის თარხან გასვიანის მტკიცებით, მას ფიზიკურად სამართალდამცველი გაუსწორდა.  

როგორც ის აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა რამდენიმე პირმა გააჩერა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გასვიანის თქმით, მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე