პროკურატურამ მეგის ქარდავას რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 12.04.2016
ნანახია: 2062

პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა ბრალის დადგენილებაში განმარტებულია, რომ მეგის ქარდავამ მკვლელობა რომან დუმბაძის მხრიდან საქართველოს ღალატის მიზეზით შეუკვეთა.

ადვოკატი პროკურატურას რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. მისი განმარტებით, ძიება კრემლის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობს და რუსეთს ქარდავას ექსტრადირების საფუძველს აძლევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე