შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი
საქართველო, თბილისი - 11:46 | 12.04.2016 ნანახია: 1447შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს კინოლოგიის ცენტრის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მონაწილეობდნენ. კაფსულაში მათ სიმბოლურად შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მედალიონები მოათავსეს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში იწყება ახალი პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ეტაპზე თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო იწყებს სასაზღვრო პოლიციის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების პროცესში, რაც ამ უწყებებს შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს. პროექტის ფარგლებში, დღეს საფუძველი ჩაეყრება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“.
პროექტი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ხორციელდება და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებასა და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის, სექტორების მშენებლობა, ვოლიერების რეკონსტრუქცია, დაკვირვების სისტემების მოწყობა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვის უზრუნველყოფა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციას ტექნიკური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებებიც გადმოეცემა.
მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ, ეს პირველი პროექტია, რომელსაც DTRA საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის განვითარების მიზნით ახორციელებს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა