აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 12.04.2016
ნანახია: 1178

აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის I კვარტლის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვიტაც ირკვევა, რომ იანვრიდან მარტის ჩათვლით მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 1 921 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში 65 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, შესაბამისად საქმე დასრულდა  მორიგებით;

„ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 93 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1 362  მოქალაქეს;

საანგარიშო პერიოდში ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის საქმეებიდან დარეგულირდა 4 157 საქმე”, აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე