პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 12.04.2016
ნანახია: 1340

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე ორი მოქალაქე, კარენ გასპარიანი და ანზორ პალატიანი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე მოახდინეს დიდი ოდენობით სიგარეტი “MARLBORO”-ს რეალიზაცია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4 დან  6 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე