ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია

საქართველო, თბილისი - 10:59 | 12.04.2016
ნანახია: 1172

ლონდონი მსოფლიოს ფინანსური ცენტრია. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა GFCI-ის რეიტინგით აღნიშნული ნომინაცია ოფიციალურად მიიღო, რადგანაც მსოფლიო ფინანსური ქალაქების რეიტინგის სათავეში მოექცა.

რეიტინგში ლონდონის შემდეგ მოდიან ნიუ-იორკი, სინგაპური და ჰონკონგი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოწინავე  29 ფინანსური ქალაქიდან 12 ქალაქმა რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა, ხოლო 17 ფინანსურმა ქალაქმა კი გაიუარესა.

რეიტინგის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდისათვის წამყვანმა ფინანსურმა ქალაქებმა: სეულმა და სიდნეიმ პოზიციები დათმეს.

პოზიცია დათმო ასევე ტოკიომ და პეკინმაც.

ახლო აღმოსავლეთში ფინანსური ცენტრის უპირველესი მფლობელი დუბაია, ხოლო შემდეგ მოდიან თელ-ავივი და აბუ-დაბი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე