შალვა რამიშვილი "იმედის" არაფორმალური მმართველის ვინაობის დასახელებას აანონსებს

საქართველო, თბილისი - 19:43 | 11.04.2016
ნანახია: 2066

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია ,,იმედისგან”  შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზების დასაბუთებას და მისი სტუდიის თანამშრომლების დასაქმებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილმა და კომპანია ,,ზენიტის” თანამშრომლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რამიშვილის თქმით, "იმედს" არ მართავს გიორგი ბახტაძე და ის მალე გაასაჯაროებს ტელეკომპანიის არაფორმალური მმართველის ვინაობას, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

„იმედია რეალურ მმართველს ძალიან მალე დავასახელებ და ეს იქნება დოკუმენტებით წარმოდგენილი. ეს ხელისუფლება არ არის, არის ჯგუფი, რომელიც თავის პოლიტიკურ თამაშს თამაშობს და ამით პრობლემას უქმნის როგორც ხელისუფლებას, ისე მთლიანად მედია გარემოს,“ - აცხადებს შალვა რამიშვილი.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, "ზენიტის" 50-მდე თანამშრომელი ოთხი პროექტის დახურვის შემდეგ უმუშევარი დარჩა. მათ მარტის თვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე