ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 18:08 | 11.04.2016
ნანახია: 1275

ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2782 ლარი იქნება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2868 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5956 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6005 ლარს შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე