ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 11.04.2016
ნანახია: 1856

სასაზღვრო პოლიციის უფროსის და შს მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმას, ლაშა შავკაციშვილს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულის მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 9 აპრილს შევიდა.

მოსამართლემ შუამდგომლობა ამავე დღეს განიხილა და ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ლაშა შავკაციშვილს ბრალი 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე