არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი: საჭიროა მეტი ინვესტიციები საქართველოში
საქართველო, თბილისი - 16:40 | 11.04.2016 ნანახია: 1163ვფიქრობთ, საჭიროა მეტი ინვესტიციები საქართველოში, უფრო მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და უფრო მეტი ინტერესის გამოჩენა საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი,- განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრმა, სულთან ბენ საედ ალ მანსურიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრაზე.
მისი განმარტებით, საქართველო ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც არაბ ვიზიტორთა რიცხვის მკვეთრი ზრდაც ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყნის განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ბიზნესურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის განვითარება. არაბთა გაერთიანებული საემიროები არის ქვეყნის დინამიური, სწრაფი განვითარების შესანიშნავი მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი ვიზიტის მიზანია თქვენს ქვეყანასთან და კომპანიებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის დამყარება,”- აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს რეფომრების გატარებისა და თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის პროცესში.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე-ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, რაც
სერიოზულად ზრდის საქართველოს, როგორც საინვესტიცო ქვეყნის, მიმზიდველობას. საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ელოდება უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.
“ახლახანს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე ცნობილი, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. ეს დოკუმენტი არა მარტო აუქმებს საგადასახადო, არამედ მარეგულირებელ ბარიერებსაც, რომლებიც წარსულში აბრკოლებდა ქართული პროდუქციის გატანას ევროპის ბაზარზე. დღეს დილით ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში, რომლის დროსაც დაისვა ასეთი კითხვა: „რამდენად შეიცვალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ?“ შემიძლია გითხრათ, რომ ეს კითხვა არ არის აქტუალური საქართველოს შემთხვევაში, რადგანაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთან შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა, ჩვენი ეკონომიკა იზრდება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა შეიცვალა ისე, რომ დღეს უფრო მეტი ყურადღება ეთნობა წარმოებასა და ევროკავშირში გასატან პროდუქციასა და მომსახურებაზე. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებსაც თავად არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენი ხელსაყრელი მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ასევე ჩვენი თანამედროვე ელექტრონული მმართველობის მომსახურება,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრას კომპანიების: “Chairman&Ceo OF DP World”-ის, “Sharaf Group”-ის, “Majid Al Futtaim Holding Ceo”-ისა და “Strada “Ontime Group”-ის წარმომადგენლები და ქართული კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში სტუმრობა შესთავაზა, რათა ადგილზე გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა