კრიშტიანუ რონალდუს ახალი შეყვარებული ირინა შეიკს გავს

საქართველო, თბილისი - 18:13 | 11.04.2016
ნანახია: 1718

21 წლის თურქმა ლამაზმანმა მოდელმა ჯანსუ ტასკინმა ადგილობრივ ტელევიზიებში პოპულარობის მოპოვებისთანავე, მსოფლიოს განუცხადა, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშესა და გოგონებისთვის საოცნებო მამაკაცს კრიშტიანუ რონალდუს ხვდება.

ჯანსუ ტასკინი ამბობს, რომ მადრიდის ”რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში გაიცნო.

სპორტული გამოცემების ჟურნლისტები ჯანსუს ფეხბურთელის ყოფილ შეყვარებულს ირინა შეიკს ადარებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მართლაც აქვთ რაღაც საერთო. ჯანსუსა და კრიშტიანუს ურთიერთობის სხვა დეტალები უცნობია, თავად ფეხბურთელი ახალ შეყვარებულზე არ საუბრობს. ისინი ერთად ჯერ არავის შეუნიშნავს, თუმცა რეპორტიორები მსუყე ლუკმის მოლოდინში არიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე