MasterCard-ი Facebook-თან და Twitter-თან ითანამშრომლებს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 11.04.2016
ნანახია: 1268

საგადამხდელო სისტემა MasterCard-ი  Facebook-თან და Twitter-თან თანამშრომლობით დაინტერესდა, რადგანაც ორივე სოქიალური ქსელი საგადამხდელო სისტემებს აქტიურად ნერგავს და იყენებს.

„Facebook-ი და Twitter-ი სოციალურ მედიაში საკმაოდ გამოსაჩენ პოზიციაზე არიან. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მზაობა ამ კომპანიებთან დიალოგი გვეწარმოებინა“, აღნიშნა კოპენჰაგენში კონფერენცია Money 20/20 Europe-ზე MasterCard-ის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ MasterCard-ი მობილურ გადახდებში უკვე აქტიურად თანამშრომლობს  Apple-თან, Samsung-თან და Google-თან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე