Alipay მალე ევროპაში გამოჩნდება

საქართველო, თბილისი - 16:54 | 11.04.2016
ნანახია: 1464

ჩინური, მობილური გადახდების სერვისი - Alipay მალე ევროპაშიც დაიწყებს ფუნქციონირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება კოპენჰაგენში Money20/20-ზე გაკეთდა განცხადება. პლათფორმა, რომელიც e-commerce Alibaba-ს ემსახურება გეგმავს, რომ ევროპაში პირველ რიგში ჩინელ ტურისტებს მოემსახუროს.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს 117 მლნ-მა ჩინელმა ტურისტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 165 მლრდ დოლარი დახარჯეს. მოსალოდნელია, რომ 2020 წლისთვის ჩინელი ტურისტევბის რაოდენობა 234 მლნ-ს მიაღწევს, რაც ევროპელ რითელერებს კარს ღიად უხსნის, რომ ახალ პლათფორმაში ჩაერთონ.

Alipay-ს ჩინეთში 450 მლნ აქტიური მომხმარებელი ყავს. ჩინეთის საგადამხდელო ბაზარზე Alipay-ს წილი 50 %-ი, ხოლო მობილურ გადახდებში კი 80 %-ს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე