დუბაიში კიდევ ერთ მაღალ შენობას ააშენებენ

საქართველო, თბილისი - 16:45 | 11.04.2016
ნანახია: 1386

სამშენებლო კომპანია Emaar Properties-მა დუბაიში დაგეგმილი შენობის პროექტი წარმოადგინა, რომელიც სიმაღლეში "Burj Khalifa"-ს უნდა აჯობოს.

"Burj Khalifa", რომელიც  2010 წელს აშენდა სოფლიოში დღეისათვის ყველაზე მაღალ შენობად მიიჩნევა.

თუმცა სავარაუდოდ ის ამ სტატუსს რამდენიმე წელში დაემშვიდობება, რადგანაც საუდის არაბეთის ფირმა ქალაქ ჯიდაში "Burj Khalifa"-ზე მაღალი შენობის მშენებლობას აპირებს.

Kingdom Tower-ი ან Mile-High Tower-ი, რომლის პირვანდელი სახელი Jeddah Tower-ია სიმაღლეში 1 კმ-ს გადააჭარბებს და ახალ რეკორდსაც დაამყარებს.

სამშენებლო კომპანია Emaar Properties-ში ამ დროისათვის შენობის სიმაღლეს არ აკონკრეტებენ.

პროექტის ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით 1 მლრდ დოლარია და მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე