ფარული ჩანაწერები - კუდ-ის მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 10.04.2016
ნანახია: 1782

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზეკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებულ 6-ვე ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ აღმკვეთ ღინისძიებადპატიმრობა შეუფარდა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 6 საათის განმავლობაშიმიმდინარეობდა. მოსმართლემ გადაწყვეტილებაბრალდებულების შესაძლო მიმალვისა და გამოძიებისთვისხელის შეშლის საფრთხით ახსნა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები დაზემდგომ ინსტანციაში აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. ძალოვანი უწყებისყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროკურატურას არ აქვსსაკმარისი მტკიცებულებები.

ბრალდების მხარის განმარტებით კი საქმეში მტკიცებულებად დევს როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევევიდეომასალა, რომელიც დაკავებულების ბრალეულობაზე მიუთითებს.

საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 30 მაისს ჩაინიშნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე