რუსთავში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 09.04.2016
ნანახია: 1573

რუსთავში  9 აპრილის 27-ე წლისთავი ახალი მემორიალის გახსნით აღინიშნა.  მემორიალი ყვავილებით რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ შეამკეს. მემორიალთან დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ.  რუსთავის დიდების ხეივანში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა, სადაც სიმბოლურად ყველა ის სიმღერა შესრულდა, რომელიც 27 წლის წინ, რუსთველის პროსპექტზე ისმოდა.

 ,,9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. 27 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ეს ის დღეა, რომელიც ერის  მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩა და თაობიდან თაობას გადაეცემა. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და სულ უნდა გვახსოვდეს იმ ადამიანების სახელები, ვისი სიცოცხლეც საძირკვლად უდევს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“ --განაცხადა რუსთავის მერმა.

 9 აპრილის მემორიალი რუსთავში 2010 წელს აიღეს. აღდგენილი ძეგლი, რომელიც დღეს გაიხსნა რუსთავში,  მოქანდაკე ვალერი ჯიქიას ეკუთვნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე