დიმიტრი ქუმსიშვილი პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 17:10 | 08.04.2016 ნანახია: 1447“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ – ამ სახელწოდების პროფესიული განათლების რეფორმის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „თბილისი მერიოტში,“ რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რომლის ხელშეწყობითაც უნდა მოხდეს შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. „მთავრობის ოთხ პუნქტიან რეფორმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორედ განათლების რეფორმას, განათლების რეფორმის ნაწილში კი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის პროფესიული განათლება. ეს მოგვცემს საშუალებას, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მივიღოთ ის პროფესიონალები, რომლებიც პრაქტიკულად ჯერ კიდევ სწავლის პროცესში საქმდებიან და სწავლის დამთავრების შემდგომ მათ გარანტირებული სამუშაო აქვთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არის პროფესიული კადრები როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონებში. „შესაბამისად, აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია ამ, ასე ვთქვათ, სიცარიელის ამოსავსებად. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იქნება საჯარო და კერძო პარტნიორობა, რაც წარმატების შანსებს უფრო მეტად ზრდის. შესაბამისად, ჩვენ ყველანი ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტი იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს უკვე თავისი განათლების და შესაძლებლობების მიხედვით“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ინიციატივა “საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ გულისხმობს პროფესიულ განათლებაში რეფორმის გატარებას, რომლის შედეგად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WORK-BASED LEARNING) მიდგომის დანერგვა, დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოვლენა და პროფესიულ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა.
“საჯარო-კერძო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში“ ინიციატივის ორეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი (MCA) - საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა