"თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში"- შალვა რამიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:28 | 08.04.2016
ნანახია: 1922

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს. იგი მთავარ პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა.

„მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა კითხვას. ვუსმინე ქალბატონ სამხარაძეს და ეს იყო ბოდვა. თუ რამე აქვს, თუნდაც აუდიო ჩანაწერი, კი ბატონო, გამოაქვეყნოს. მე ვყოფილვარ მოძალადე. თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, არ აქვს მნიშვნელობა, კაცზე თუ ქალზე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში. დღეს სამხარაძემ განაცხადა, რომ ჩემგან სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია მან "იმედის" დირექტორსაც მიაწოდა. დაიკითხოს ბატონი ბახტაძეც, "- განაცხადა შალვა რამიშვილმა.

მსახიობმა თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასტან დაკავშირებით, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მსახიობის განცხადებით, მან აუდიო ჩანაწერიც გააკეთა,  სადაც რამიშვილი  ემუქრებოდა, რომ თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა, მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა. თათია სამხარაძე აპირებს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.

თავად რამიშვილმა კი, პროკურატურას სამხარაძის პრესკონფერენციამდე მიმართა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე