ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:16 | 08.04.2016
ნანახია: 1495

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. მიცკევიჩის ქუჩაზე, ბაღების სააგენტოსთან, მშობლები დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, როდესაც ქუჩის გადაკეტვა სცადეს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

თამარ იარაჯულის დაკავება 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე