თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 08.04.2016
ნანახია: 1624

მსახიობი თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა) ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სამხარაძემ ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მსახიობის განცხადებით, მან აუდიო ჩანაწერიც გააკეთა,  სადაც რამიშვილი  ემუქრებოდა, რომ თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა, მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა. თათია სამხარაძე აპირებს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლოს.

" ვადასტურებ, რომ შალვა რამიშვილი ახორციელებდა ჩემს სექსუალურ შევიწროებას. ამის შესახებ მე საუბარი მქონდა არხის დირექტორთან, გიორგი ბახტაძესთანაც, ასევე მე გავაკეთე აუდიო ჩანაწერი, სადაც რამიშვილი აღიარებდა, რომ ჩემზე ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. ეს აუდიო ფაილი ამ დროისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და დგინდება მისი ავთენტურობა. მე დამიკავშირდნენ რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი გოგოებიც და მათაც იგივე პრობლემა აქვთ. მათი თქმით, შალვა რამიშვილი მათზეც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას. მე შევიტან სარჩელს სასამართლოში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმარათლე დავამტკიცო. მე დავკარგე კარიერა, სამსახური და გეტყვით ერთს.  არ მინდა ვიღაცის კარიერა ვიღაცის საწოლზე გადიოდეს.“ - განაცხადა თათია სამხარაძემ.

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, შალვა რამიშვილმა უკვე მიმართა პროკურატურას და ის საგამოძიებო უწყებაში დღეს არის დაბარებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე