შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია
საქართველო, თბილისი - 14:18 | 08.04.2016 ნანახია: 1181პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, კირე ოლაფ იოჰანსენს შეხვდა. საუბარი შეეხო საინვესტიციო–ინფრასტრუქტურულ პროექტ შუახევიჰესს, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი შესრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი პროექტი მთლიანად დასრულდება. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის შუახევიჰესის პროექტის მნიშვნელობას.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ (AGL) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კირე ოლაფ იოჰანსენმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. მისი განცხადებით, ინვესტორის პოზიტიური შეფასება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი რეკლამაა, რასაც საქართველოს სიამოვნებით გაუწევს.
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება და იგი ასევე ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შეიქმნა ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტის კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დაესწრნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა