საია: სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახდეს
საქართველო, თბილისი - 13:33 | 08.04.2016 ნანახია: 1312საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების თაობაზე.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება სექსუალური შევიწროების თემის სამართლებრივ ასპექტებზე.
საიას მიაჩნია, რომ საქართველოში სექსუალური შევიწროება არის ქალთა დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაფარული ფორმა, რაც ქალებს აყენებს მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებულ მდგომარეობაში, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებასა და შრომითი ურთიერთობების შენარჩუნებას.
გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი განმარტავს დასაქმების ადგილზე სექსუალურ შევიწროებას, თუმცა, მას არ განსაზღვრავს დასჯად ქმედებად. კანონის თანახმად, დაუშვებელია შრომით ურთიერთობებში „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.“ შრომითი ურთიერთობის გარეთ ასეთ ქმედებას კანონი სრულებით არ განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული კანონი აღსრულების მექანიზმებს არ მოიცავს და ქმედებას არც სხვა საკანომდებლო აქტები არეგულირებს - რაც ნიშნავს იმას, რომ პირს, რომელიც სექსუალურ შევიწროებას სჩადის, არც ადმინისტრაციულსამართლებრივი და არც სისხლისსამართლებრივი სანქცია არ ეკისრება.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო აქტები სექსუალურ შევიწროებას მიიჩნევს, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმას, საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამგვარ დებულებას არ ცნობს. შესაბამისად, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას
სექსუალური შევიწროების ჩამდენ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა.
ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან. ქმედება უნდა ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.
სექსუალური შევიწროების მსხვერპლები შესაძლოა გახდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ამის მიუხედავად, სექსუალური შევიწროება არის გენდერული დანაშაული - მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები, ხოლო დამნაშავეებს მამაკაცები წარმოადგენენ. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა“, - აცხადებენ საიაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა