ბათუმში 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე რკინა-ბეტონის ცხაურების გამოცვლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:29 | 08.04.2016
ნანახია: 1196

ბათუმში 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე რკინა-ბეტონის ცხაურების გამოცვლა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები 10 მრავალბინიან კორპუსში მიმდინარეობს, რისთვისაც ა(ა) იპ ბათუმის კორპუსმა 175 ათასი ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში, 2016 წელს იგეგმება ცხაურების გამოცვლა 26 მრავალბინიან კორპუსში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “პალუა” აწარმოებს.

დღეს ცხაურების გამოცვლის სამუშაოები ინასარიძის #6-ში ჩატარდა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე