გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველო, თბილისი - 12:41 | 08.04.2016
ნანახია: 1373

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის  დადებული მემორანდუმი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში,  ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალის შესწავლას. კონკრტულად,  ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას  - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

 მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას  და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგინეს  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

 „მზის ენერგიის კომპანია“  „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში. „Headwall Power International“ კი  ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება  ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე