ვითიბი ბანკი Unistream-ის ფულად გზავნილებზე ყველაზე დაბალ ტარიფს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 08.04.2016
ნანახია: 1199

ვითიბი ჯგუფის ბანკები და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების სისტემა Unistream, მომხმარებელს  ფულადი გზავნილის განაღდების ან გაგზავნის ყველაზე დაბალ ტარიფს სთავაზობენ.  „ვითიბი საქართველოს“, „ვითიბი სომხეთის“, „ვითიბი ყაზახეთის“ და „ვითიბი უკრაინას“ შორის განხორციელებული ფულადი გზავნილების ღირებულება ძირითადი თანხის 0,9% -ს შეადგენს. ამ ტარიფით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ გზავნილის თანხა არ აღემატება სამი ათას აშშ დოლარს ან ასი ათას რუსულ რუბლს.  ტარიფი მოქმედებს მხოლოდ ვითიბი ჯგუფის ბანკებს შორის გაგზავნილ და მიღებულ გზავნილებზე. რუსეთში იგივე პირობებით სარგებლობა  Unistream-ის ოფისებშია შესაძლებელი.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე