Airbus-ი და Siemens-ი ელექტროთვითმფრინავის შექმნაზე მუშაობენ

საქართველო, თბილისი - 18:15 | 08.04.2016
ნანახია: 1306

Airbus Group-ი და Siemens-ი მზად არიან ერთიანი ძალებით ელექტრო თვითმფრინავების ტექნოლოგია შექმნან.

როგორც კომპანიების ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, 2020 წლისთვის შესაძლებელი იქნება ჰიბრიდული თვითმფრინავის წარმოება. კვლევით სამუშაოებში ამ დროისათვის 200 ინჟინერია ჩართული. Airbus-სა და Siemens-ს იმედი აქვთ რომ შედეგს მიაღწევენ და ელეროთვითმფრინავს შექმნიან.

Airbus-ის გენერალური დირექტორი ტომ ენდერსი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მგზავრებს 100 სავარძლიანი ჰიბრიდული თვითმფრინავით მგზავრობა შეეძლებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე