Samsung-მა კონტაქტური ლინზა დააპატენტა, რომელზეც კამერაა დამაგრებული

საქართველო, თბილისი - 19:00 | 08.04.2016
ნანახია: 1305

კონტაქტური ლინზა, რომელიც ფოტო თუ ვიდე გადაღებას მოახდენს მალე რეალობა იქნება.

კომპანია Samsung-მა კონტაქტური ლინზები დააპატენტა, რომელზეც მინი კამერაა დამაგრებული.

როგორც Sammobile წერს, Samsung-მა კონცეფციაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყეს. ანალოგიურ პროექტზე მაშინ მუშაობდა კორპორაცია Google-ც.

პატენტის მიხედვით, ლინზა კამერის გარდა აღჭურვილია სპეციალური გადამცემებით, რომელიც თვალის გარკვეული მოძრაობით მათ მოქმედებაში მოიყვანს და ამის შემდეგ დაიწყება გადარება. მასალა კი საბოლოოდ სმარტფონს ან პლანშეტს მიეწოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე