მონაკოში წყალქვეშა ქორწილი 6500 ევრომდე ღირს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 08.04.2016
ნანახია: 1402

მონაკოში ტურისტებს წყალქვეშ დაქორწინების სერვისს სთავაზობენ. ახლობლებს შესაძლებლობა აქვთ ქორწილს ასევე წყალქვეშ დაესწრონ და მათ უსაფრთხოებაზე პროფესიონალი დაივერი ინსტრუქტორები იზრუნებენ.

ცხადია ასეთი ქორწილი დაუვიწყარი იქნება და დიდ შთაბეჭდილებებსაც ტოვებს.

წყალქვეშ წყვილები ბეჭდებს გაცვლიან და ასევე შამპანურსაც დააგემოვნებენ.

ქორწილს სპეციალური კამერა იღებს, რომელიც წყვილს ცერემონიიდან 3 საათის მერე გადაეცემა.

წყალქვეშა ქორწილის ღირებულება 1000 ევროდან 6500 ევრომდეა.

წყვილს ქორწილის შემდეგ სპეციალური სერთიფიკატი გადაეცემა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე