ბათუმში ველობილიკების გადაღებვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:10 | 07.04.2016
ნანახია: 1284

ბათუმში ველობილიკების გადაღებვა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ა(ა)იპ "სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს" ჯგუფი გრიბოედოვის ქუჩაზე მუშაობს.

 სამუშაოები დღეს დაიწყო და ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ბათუმში სულ 20 ათასი კვ. მეტრი ველობილიკია. სამღებრო სამუშაოები იმ მონაკვეთებზე ჩატარდება, რომლებიც განახლებას საჭიროებს. ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე