დავით ზალკალიანმა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:41 | 07.04.2016
ნანახია: 1286

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-კანცლერის ჰანს დიტრიხ გენშერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან გერმანელ ხალხს დიპლომატის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი 2016 წლის 31 მარტს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰანს-დიტრიხ გენშერის მინისტრობისა და ვიცე-კანცლერობის პერიოდში გერმანია იყო ევროპის თანამეგობრობის ის პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც1992 წლის მარტში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წლის აპრილში გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიდამყარდა, რომლებიც დღემდე მჭიდროა და ურთიერთნდობას ეფუძნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე