კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 07.04.2016
ნანახია: 1460

11 აპრილს 19:00 საათზე , ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაიმართება მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილი მონო სპექტაკლის „ ღამე და თუთიყუშის“ ჩვენება. ეს ის სპექტაკლია, სადაც კოტელ თოლორდავას უნდა ეთამაშა, მაგრამ ვერ მოასწრო.

14:00 საათზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრები, კოლეგები, მეგობრები კოტე თოლორდავას ოჯახთან ერთად საბურთალოს სასაფლაოზე შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ მსახიობის ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა გასული წლის 11 აპრილს რუსეთში ტრაგიკულად დაიღუპა.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მას არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი, ისეთ სპექტაკლებში როგორებიცაა: „ კუკარაჩა“, რეჟისორი ოტარ ბაღათურია ( მურტალო), „ რომელო და ჯულიეტა“, რეჟისორი ლევან წულაძე ( კაპულეტი), „ სევილიელი დალაქი“, რეჟისორი ბესო კუპრეიშვილი ( წამყვანი), „ ირინეს ბედნიერება“, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ( ვიქტორი). მისი ბოლო როლი იყო დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „ პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი“, სადაც იაკობი გრიმი განასახიერა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე