ქუმსიშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 15:25 | 07.04.2016 ნანახია: 1255„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად შევაფასებ და ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის ას დღეს.
„გაჩნდა ასეთი ფენომენი - „გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი“, რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი და იმ მონდომებისადმი, რომ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყოს და განვითარდეს საქართველოში. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. მათ შორის გადასახადების დაწევის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს და უახლოეს დღეებში დაანონსდება „სტარტაფების“ მიმართულება. ასევე ჩავატარეთ განათლების რეფორმის პრეზენტაცია და რეფორმა უკვე მოქმედებაშია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სივრცითი განვითარების რეფორმა.
„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და აქაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება, ეს არის გზები, ხიდები და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს. ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას. ვფიქრობთ ასევე მალთაყვის ნაწილში გავაკეთოთ სივრცითი განვითარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა