მომღერალი სცენაზე გველის კბენის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 07.04.2016
ნანახია: 2464

ტრაგიკული ინციდენტი მოხდა ინდონეზიაში. მომღერალი ირმა ბიული კონცერტის დროს პირდაპირ სცენაზე გარდაიცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მომღერალს გველმა უკბინა, რომელსაც იგი შოუსთვის იყენებდა.

რეპტილია 29 წლის ბიულის თავს იმის გამო დაესხა, რომ გოგონამ შემთხვევით სამეფო კობრას კუდზე ფეხი დაადგა.

გველის მომთვინიერებელმა მომღერალს შხამის საწინააღმდეგო საშუალების მიღება შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა და გამოსვლა გააგრძელა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გველის კბენიდან 45 წუთის შემდეგ ბიულის სცენაზე გულისრევა და შემცივნება დაეწყო. როდესაც მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ექიმების თქმით, გოგონას ორგანიზმიდან შხამის გამოდევნა მაშინვე რომ მომხდარიყო,  გადარჩებოდა.

სამეფო კობრას შხამი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია და მას მოზრდილი სპილოს მოკვლაც შეუძლია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე