ევროკავშირის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წარმოებას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 13:28 | 21.09.2015
ნანახია: 2228

ევროკავშირის დაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ღვინის წარმოებას იწყებენ. პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში გაიმართება. ცოტა ხნის წინ, ორმა ადგილობრივმა კოოპერატივმა „თერჯოლის ღვინო“ და „მეღვინეობა საზანო“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ტექნიკური აღჭურვილობის შეძენისთვის თანადაფინანსება მიიღო, რაც ღვინის წარმოების გაზრდას, ბოთლებში ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სისტემის შექმნას მოხმარდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას დაესწრება ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულესობა ტომაშ პერნიკი. 

 ENPARD-ისა და People in Need-ის ტექნიკური დახმარებით, რომელმაც 76642 ლარი შეადგინა,  კოოპერატივმა „მეღვინეობა საზანო“ უახლესი ტექნიკური საშუალებები მიიღო და ამ აქტივების საშუალებით  ადგილობრივი ღვინის ევროპული სტანდარტებით ჩამოსხმას შეძლებს, მისი წარმოების მოცულობა პირველი წლისთვის 600 ლიტრი იქნება. ხოლო კოოპერატივის „თერჯოლას ღვინო“ტექნიკური გადაიარაღებისათვის ENPARD-ისა და People in Need-ის თანადაფინანსებამ  74 365 ლარი შეადგინა , რაც მას საშუალებას მისცემს პირველ წელს 2,850 ლიტრი ღვინო აწარმოოს, რომლის მღლიანი ღირებულება 72,456 ლარი იქნება.

საგრანტო სქემა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდას და  ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა მცირე ჯგუფებისთვის ან სოფლის მეორნეობის კოოპერატივებისთვის შემოსავლების გაუმჯობესებას ფინანსურად მდგრადი სქემების დანერგვის მეშვეობით. კოოპერატივებს, რომლებმაც გრანტზე განაცხადი შეიტანეს, ბიზნესის დაგეგმარებასა და ორგანიზაციულ განვითარებაში  ჩაუტარდათ ტრეინინგები; მათ სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებისგან  მიიღეს ტექნიკური რჩევები, იმისათვის რომ შეექმნათ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმა, რათა მიეღოთ თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა ENPARD –ის ფარგლებში.

ტრეინინგები  ფერმერებს კოოპერატივის მართვის უკეთ გააზრებაში, წევრებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაში, რესურსების სწორად და ეფექტიანად მიმართვაში დაეხმარა.  

ამჟამად საქართველოში ხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD, რომელსაც 52 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გააჩნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე