საქართველოს პეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში დაესწრო

საქართველო, თბილისი - 13:54 | 07.04.2016
ნანახია: 1475

საქართველოს პეზიდენტი  და  პირველი ლედი   ხარების  სადღესასწაულო წირვას  სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობისტაძარში დაესწრნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა ხარების დღესასწაული  საზოგადოებას  სოფელ  ქანდიდან მიულოცა:

„მთელ საქართველოს ქანდის მშვენიერი სოფლიდან ვულოცავ  ახლის,  იმედის დღესასწაულს, ხარებას.  ღმერთმა მთელ საქართველოსხარების მადლი  შეაგრძნობინოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სოფელ ქანდაში  ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მამა სერაფიმემ  (ბით-ხარიბიმ) აღავლინა და გიორგი მარგველაშვილის ოჯახს  მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა.  თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარშიმრევლთან საუბრისას, ბავშობაში სირიის  ქალაქ მალოულაში სტუმრობა გაიხსენა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში,  პირველადმოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997  წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ქართულთან ერთად  მაცხოვრის ენაზე - არამეულზეც დაწესდა. დღეისათვისმართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლურიწირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.

  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე